Tuesday, April 24, 2012

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრიდან ისტ–ის ტრენინგში მონაწილე მასწავლებელთა შთაბეჭდილებები

  ,, უამრავი სხავადასხვა სახის ტრენინგი მაქვს გავლილი, მაგრამ ტრენინგი ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, რომელიც ტრენერმა–დავით ჯანიაშვილმა ჩაგვიტერა, ჩემთვის ყველაზე ნაყოფიერი და პროდუქტიული იყო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ისტ–თან ინტეგრირებულ გაკვეთილს დავგეგმავდი და ჩავატარებდი კიდეც.
    ამ ტრენინგის დახმარებით შევძელი საგანს, რომელსაც ვასწავლი, ახლებურად მივდგომოდი და მომეფიქრებინა და მომემზადებინა საინტერესო და მიმზიდველი დავალებები, რომლებსაც მოსწავლეები კომპიუტერში ხალისით შეასრულებდნენ. ყოველივე ეს დიდი სიამაყის გრძნობით მავსებს და ამავე დროს მეტ პასუხისმგებლობასაც მაკისრებს.
     განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის ის ფაქტი, რომ LeMill–ის და Blog-ის გამოყენებით შევძელი და კიდევ მრავალჯერ მექნება შესაძლებლობა ჩემი მოსაზრებები, შეხედულებები და ინტერესები  გაკვეთილის გეგმებისა და პროექტების სახით გამოვაქვეყნო, სხვასაც გავუზიარო და მათგანაც მივიღო შენიშვნები, რჩევები თუ სხვა სახის კომენტარები. მე თვითონაც გავიზიარო სხვა მასწავლებლების შეხედულებები და გავაკეთო საკუთარი კომენტარები.
    ტრენინგმა თითოეული მონაწილე უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთთან და საერთო საქმის კეთების ინტერესიც გაგვიჩინა.
       ამ ტრენინგით აღფრთოვანებული  და ძალიან მოტივირებული ვარ.
      დიდი მადლობა დათო!"
           
                    ფიზიკის მასწავლებელი, კათედრის თვმჯდომარე–მაია  თათეშვილი


    ,,გაკვეთილის დაგეგმვა ისტ–ის გამოყენებით იყო ახალი და საკმაოდ საინტერესო მასალა. გავიგე უამრავი საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია პედაგოგისათვის.

      ვისწავლე, როგორ დავგეგმო და ჩავატარო გაკვეთილი ისტ– ის დახმარებით. კომპიუტერით მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ გაკვეთილის პროცესში მოცემულ თემასთან დაკავშირებული მასალები, რაც უფრო საინტერესოს ხდის გაკვეთილის თემასაც და ვიზუალურ მხარესაც."


                                                                 ქიმიის მასწავლებელი–ნაზი ტორიაშვილი


      ,,ეს იყო ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი ტრენინგი, რომელმაც დიდი ცოდნა და გამოცდილება შემძინა ამ დარგში. ჩვენ პედაგოგები, რომლებმაც ამ ტრენინგში მივიღეთ მონაწილეობა, შევეცდებით ყველა მეთოდი გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში."



                                                                 ბიოლოგიის მასწავლებელი–შორენა ენდელაძე  


     ,,ეს ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ჩემთვის. ვისწავლე, თუ როგორ ჩავრთო ისტ–ი სასწავლო პროცესში, როგორ დავგეგმო გაკვეთილი ისტ–ის გამოყენებით. ასევე გავიღრმავე ცოდნა კომპიუტერის მოხმარებასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი იქნება, თუ მომავალშიც ჩატარდება ასეთი საინტერესო ტრენინგები."


                                                                  ქიმიის მასწავლებელი–მაია ფაჩულია




       ,,ტრენინგის  საშუალებით გავაცნობიერე ისტ–ის გამოყენების მნიშვნელობა თანამედროვე–პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის დაგეგმვაში. ისტ–ის გამოყენება მომცემს საშუალებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან საკომუნიკაციოდ.
   შევქმენი ჩემი საკუთარი  ლემილის გვერდი და ბლოგი, განვათავსე გაკვეთილის გეგმა, პროექტის გეგმა. მომეცა საშუალება გავცნობოდი კოლეგების მიერ შექმნილ მასალებს. 
        მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ტრენერს–დათო ჯანიაშვილს საინტერესო ტრენინგისათვის, რომელმაც მომცა სტიმული მუშაობისათვის და იმედია არ გავჩერდები...."                                                                


                                                                 ქიმიის მასწავლებელი–კლარა კუპრეიშვილი